Wednesday, June 13, 2018

რა წავიღო სამშობიაროში ?!

  მოვიდა ბედნიერი პერიოდი ,  უკვე გიახლოვდებათ დრო, როცა ნახავთ თქვენსპატარას და დაისმის კითხვა თუ რა წაიღოთ სამშობიაროში . 

  არის პატარა სია , ჩამონათვალი ნივთების , რომელიც ნებისმიერ სამშობიაროშ დაგჭირდებატ , იქნება ეს საკეისრო თუ ბუნებრივი მშობიარობა. შესაძლოა საავადმყოფო თავის ნივთებს გთავაზობთ , ეს მოსახერხებელია, მაგრამ საკუთარის ქონ ამაინც მეტ სიმშვიდეს განიჭებთ.
 
     სია დედსითვის
  • ღამის პერანგი. აუცილებლად მთლიანი თუმცა არა კოჭებამდე. ასევე გამოსაცვლელი ზედა ქვედა ან კიდევ ერთი სურვილისამებრ .
  • ხალათი -ზაფხულში მსუბუქი, თხელი . ზამთარში - თბილი 
  • ჩუსტები - რბილი და კომფორტული დაბალ ძირზე და ასევე რეზინის აბანოსთვის. ტ ერთის წაღებას გადაწყვიტავთ სჯობს ისევ რეზინის წაიღოთ, ოღონდ არა თითის გასაყრელი რათა ნასკების ჩაცმაც შეძლოთ.
  • ნასკები - რათა ფეხზე არ შეგცივდეთ 
  • საცვლები (გაითვალისწინეთ, ხშირი სისხლდენა გექნებათ, ასე რომ მოსახერხებელი, კომფორტული)
  • საფენები -სამშობიაროშ გაძლევენ საფენებს , მაგრამ მაინც გირჩევთ წაღებას დიდს ღამისას
  • სავარცხელი, პატარა სარკე
  • პირსახოცი საშუალო ზომის
  • კბილის პასტა და ჯაგრისი
  • თქვენი ანალიზების ამონაწერები , თუ რამე პრობლემა გქონიათ ორსულობის დროს. 
  • პირადობა 
  • ბავშისტვის გამსოაწერად დაგჭირდებათ პირადობა ორივე მშობლის, ქორწინების მოწმობა , შესაძლოა თან არ წამოიღოთ და დატოვოთ სახლში და ნათესავას წამოაღებინოთ ბოლო დღეს. აუცილებელი ქინება იუსტიციაშ მისვლა ბავშვის დაბადების მოწმობის გასაკეთებლად სანამ ბავშ გამოწერენ. 
  • წაიღეთ რამე სასუსნაო, წყალი თქვენთვის.

    სია ბავშვისთვის 
  • პირსახოცი მოზრდილი ზომის 
  • პილიონკები 
  • პამპერსი(სურვილისამებრ, სამშობიაროში აძლევენ)
  • გამოსაცვლელი ტანსაცმელი, გირჩევთ ადვილად შესაკრავ ბოდეებს, ბევრი ღილაკითა და კნოპკით, ქუდი, ფაჩუჩები, ნასკები, ხელთათმანები, გამსაყვან ტანსაცმლადაც გირჩევთ მოსახერხებელი ბოდე გამოიყენოთ. გრდზელი მკლავებით და ფეხებით წელიწადის ნებისმიერ დროს.
  • საწმელი სოსკა(სამშობიაროშ მოგცემენ, მაგრამ ამინც ნახმარი იქნება და გირჩევთ თქვენი იქონიოთ) 
  • სველისა ლფეტკები, შესაძლოა დაგჭირდეთ
  • საწოვარა სოსკა
  • თხელი მისაფარებელი პლედი ბავშვისთვის


    გისურვებთ წარმატებას <3 

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი

  ორსულობის ბოლო ტრიმესტრი - ყველაზე მძიმე, სავსე ეჭვებით, შიშებით, ფიქრებით ამავდროულად ყველაზე სასიამოვნო პერიოდია ორსულისთვის. 

   დავიწყებ სასიამოვნო მომენტებით, ამ დროს თქვენი პატარა უკვე მოძრაობს, სწავლობს რეფლექსურ ქმედებებს, მთქნარებას, ყლაპვას, სლოკინს, თითების მოძრაობას .. თქვენ გრძნობთ თქვენს პაწუკას თქვენში . ბავშვს ესმის თქვენი და ქვეცნობიერში ამახსოვრდება თქვენი ხმა. მუცელიც გეტყობათ - ახლა უკვე ნამდვილ ორსულს გავხართ და ყველაფერი ეს ბედნიერებას განიჭებთ.

  თუმცა ბოლო სამი თქვე ასევე დამღლელი და შემაშფოთებელია ორსულისთვის. მაგალითად ავიღოდ დასიებული, შებერილი ფეხები და ხელები . ნაკლები წყლის დალევა კი ცოტათი შველის შებერილობას, თუმცა უწყლოდაც ვერ გაძლებთ და წყალიც აუცილებელია ორგანიზმისთვის . ჩემი რჩევა იქნებოდა მეტი დაისვენეთ, ისეირნეთ, მერე წამოწექით და ფეხები ზევით ასწიეთ .. ნუ გადაიტვირთებით სამუშაოთი,. დაჯექით თქვენთვის მოსახერხებელ პოზაში, იყიდეთ მსუბუქი, დაბალძირიანი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი.. მიირთვით სასურველი ხილი და დატკბით პერიოდით, როცა დრო მხოლოდ თქვენთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ .
  ბავშვის ხშირი მოძრაობები - ბავში პერიოდულად აუცილებლად უდნა მოძრაობდეს მუცელში, ზოგჯერ შემაწუხებელია, ღამე ძილის შემშლელი, მაგრამ ამ დროს თქვენი პატარა ვითარდება იზრდება და იძენს უნარჩვევებს დამახასიათებელს მისი ასაკისთვის.
  ალბათ ყველაზე რთული მაინც უძილო ღამეებია , შეუწყვეტლად საპირფარეშოში სირბილი და სიმძიმე.. შეეცადეთ გვერდულად დაწვეთ ბალიშები მოიმარაგეთ და სასიამოვნო პოზა მიიღეთ, დღის განმავლობაში ძალიან ნუ დაიღლებით .
  სუნთქვის პრობლემა - არ გყოფნით ჰაერი და თავბრუც გეხვევათ უჰაერობის, გადაღლილობის, ან სიცხის გამო. არ გაჩერდეთ დიდხანს ჩაკეტილ, უჰაერო სივრცეში,მეტროში , სარდაფებში, მიწისქვეშა გადასასველეში. ეცადეთ სულ ჰაერით სავსე გარემოში იყოთ.მოერიდეთ სიცხეს.
  წონის მატება - მიირთვით რაც გსურთ და გაგიხარდებათ მაგრამ მაინც შეეცადეთ არ მოიმატოთ წონაში ბევრი. აკონტროლეთ თქვენი რაციონი , მიირთვით ხშირად და პატარა ლიკმებით.
 

გისურვებთ წარმატებას <3 

რა შევიძინო ბავშვისთვის

   ვფიქრობ ყველას გაგჩენიათ კითხვა - რა ნივთები დასჭირდება ჩემს პატარას დაბადების პირველივე დღიდან , რაც აუცილებლად უდნა დამხვდეს სახში, როცა მას მოვიყვან ?!

 
მსგავსი კითხვის გაჩენა ბუნებრივია ორსულობის დროს , მით უფრო თუ ბავშვი პირველია .. გირჩევთ ბავშვის დაბადებამდე დაიწყოთ ნივთების შეგროვება , ასე ბევრად ნაკლებ დროს და ენერგიას დახარჯავთ და პროცესიც მოგანიჭებთ ბედნიერებას და სიხარულს .
  არის ნივთები რომლის ყიდვისთვისაც სულაც არ არის აუცილებელი ბავშვის სქესის ცოდა.
მაგალითად  :

  • ჰიგიების ნივთები - გელი-შამპუნი , პუდრი(იღლიებში და კისერშიც დააფრქვევთ), თხევადი პუდრი(დამწვრობსი შემთხვევაში დაგეხმარებათ) , კრემი , სველი სალფეტკები ( შეიძლება საავადმყოფოში დაგჭირდეთ) აუცილებლად ჩაბანეთ ყოველი კუჭში გასვლის/პამპერსის გამოცვლის მერე , არ იხმაროთ სველი სალფეტკები თუ ამის უკიდურესი საჭიროება არ არის. 
  • საჭმელი სოსკა - გირჩევთ შეიძინოთ პატარა და შუშის დასაწყისისთვის , არის სოსკები რომელსაც გასნაკუთრებული ჩამკეტი აძლევს საშუალებას , რათა შიგნით ჰაერი არ შევიდეს და დაიცვას ბავშვი კოლიკებისგან. აფთიქებში უამრავი ფასდაკლებაა , შეარჩიეთ ნებისმიერ აფთიაქშ ნებისმიერი სასურველი ფირმის სოსოკა , სასურველია ანტიკოლიკური. 
  • პამპერსები - დამიჯერეთ თავიდან ბავშვი დღეში 8 ჯერ მაინც გადის კუჭში და 10 ჯერ მაინც გიწევთ პამპერსისი გამოცვლა , ასე რომ მოიმარაგეთ. პამპერსები არის სხვადასხვა ფასის და ხარისხის, თმცა ხარისხი მაინც სადაოა, გააჩნია ბავშვს. რადგან თითქმის ყველა პამპერსი ხარისხით არ არის დაბალი და განკუთვნილ ნორმებს და სტანდარტებს შეესაბამება. 
  • სარეცხი ფხვნილი - შეიძინეთ საბავშვო სარეცხის ფხვნილი ფოსფორის ფარეშე. მე გირჩევდით დიდი შეფუთვის ყიდვა საშუალოდ 2,5 კილოგრამიანია და საკმაოდ დიიდ ხნით გყოფნით. 
  • საბავშვო აბაზანა თავისი მცირე ჯამით, ვედროთი და ჩამჩით . ყოველივე აქედან გამოგადგებათ. 
  • აუცილებლად დაგჭირდებათ ნაჩნიკი სინათლის რეგულირებით ან დაბალი სინათლით. თუ თქვენ არ ხმარობთ ბავშვისთვის აუცილებელი იქნება, ღამე სავარაუდოდ 3 ჯერ აინც მოგიწევთ ადგომა თავიდან და მკრთალი შუქი აუცილებელია .

    როცა დაადგენთ ბავშვის სქესს ან თუნდაც დადგენის გარეშე :
  • საწოლი -გირჩევთ რომ ირყეოდეს დაგეხმარებათ ჩაძინებაში
  • თეთრეული -შეგიძლიათ ნაჭერიც იყიდოთ და თავად შეაკერინოთ ან საბავშვო თეთრეული ,არა ალერგიული
  • პილიონკები - შეგიძიათ იყიდოთ ნაჭრები და დაჭრად პილიონკებად ზომა - 1-1 ზე (ან მეტი)
  • ტანსაცმელი - გირჩევთ იყიდოთ ხარისხიანი, ადვილად შესაკრავი ბევრი ღილით ან კნოპკით, უკან არ ჰქონდეს ღილები და იყოს მოხერხებული, ფუმფუშელების გარეშე . თავიდან პირველი 3 თვის განმავლობაშ სანამ ბავშვი ოდნავ წამოიზრდება
  • გამსოაყვანი ტანსაცმელი - იყიდეთ გრძელ მკლავიანი , ადვილად შესაკრავი და მოხერხებული , წელიწადის რომელ დროსაც არ უდნა გამოიყვანოთ ივლისში დ ააგვისტოშიც კი პირველი ორი კვირა მაინც გრძელი მკლავებით და ფეხებით ბოდეები დაგჭირდებათ. ფეხსაცმელს რაც შეეხება - ლამაზი და მოხერხებული პაწუკა ნასკები ან ბაჩაჩები, სხვანაირ ფეხსაცლეს ვერ ჩააცმევთ და ბავშვიც ცოდოა
  • საწოვარა სოსკა 
  • პლედები და ადიალები
  • კლაიასკა შესაკრავებით
  • მანქანის სკამი -დააკვირდით რომელი თვიდან შეიძლება ბავშვის ჩასმა , არის სკამები 0 თვიდან ბავშვებისთვის

    ეს ის ძირითადი სიაა რომელი შეგიძლიათ თავისუფლად წინასწარ შეიძინოთ ბავშვისთვის .. გარდა ამისა , თუ თქვენი სურვილით რამეს დაამატებთ არ იქნება ურიგო და აუცილებლად გამოგადგებათ.

    გისურვებთ წარმატებას <3 

Monday, June 11, 2018

ცრურწმენა თუ სინამდვილე ?!

  " ბავშვის ნივთების ყიდვა მის გაჩენამდე ავის მომასწავლებელია - ცრურწმენა თუ სინამდვილე ? "

   ალბათ ხშირად გსმენიათ უფროსი თაობისგან , ნუ შეიძენ ბავშვის ნივთებს მის გაჩენამდე , ავის მომასწავლებელია. ასევე, ნუ იტყვი დაგეგმილს წინასწარ თორე არ აგიხდება. და მანინც ცრურწმენაა თუ სინამდვილე და რეალობაში ასე აგიხდება? ...

  ვთქვა რამეზე ცალსახათ, რომ ესა თუ ის ძველი დებულება ცრუ რწმენაა - ნამდვილად არ იქნებოდა სწორი , ალბათ ყველაფერს გააჩნია თავისი საფუძველი. ვფიქრობ, ამ გამონათქვამის საფუძველიც ადამიანების დამოკიდებულებაშია .  თუ რაღაცას აკეთებ, მას მთელი გული, იმედები და მხოლოდ კეთილი ზრახვები უდნა დააყოლო.
  ბავშვის ნივთების შეძენინსას ზუსტად იგივე მეორდება, არ უდნა გქონდეს ცუდი მოლოდინი და მთელი გულით მხოლოდ კარგზე უდნა იფიქრო, ვფიქრობ ეს "კეთილი" ენერგია საბოლოოდ იგზავნება კოსმოსში და უკან გვიბრუნდება .
 მაშასადამე, იმის თქმა, რომ რაღაცის წინასწარ ყიდვა ან თქმა ცუდის მომასწავლებელია თავის თავად იწვევს უარყოფით ფიქრებს . სჯობს ამ გამონათქვამით სულაც არ იხელმძღვანელოთ. მხოლოდ დადებითი ფიქრებით იყოს განწყობილი .

 პირადად მე , ეს მოსაზრება ცრურწმენად მივიჩნიე და მინდა ვთქვა, სწოედაც მოვქცეულვარ . დავიწყე რა ბავშვის ნივთების შეძენა მის გაჩენამდე 6 თვით ადრე.. ყოველ ხელფასს ბოლომდე ვახარჯავდი , მივიღე უამრავი საჩუქარი და მაინც ყველა ნივთის ყიდვა ვერ მოვასწარი. დანაკლისს ნელ ნელა ვავსებდი, მინდა ვთქვა, საკამოდ რთული იყო ბავშვის გაჩენის შემდგომ ნივთების ყიდვა , ასე რომ, გირჩევთ თავიდანვე დაიწყოთ ნივთების შეგროვება.

გისურვებთ წარმატებას <3

როგორ უნდა იკვებებოდეს ორსული

 მოგახსენებთ, არ ვარ ექიმი , ვარ ახალგაზრდა დედა, რომელმაც მიიღო  დიდი გამცდილება და მიდნა გაგიზიაროთ ის.

 
ყველაზე საორჭოფო კითხვა - როგორ უდნა ვიკვებო ორსულობის დროს ?! 

   პირველ ტრიმესტრში, რომელიც მოიცავს 3 თვეს , ტოქსიკოზის შემთხვევაში( გულის რევა , მადის დაკარგვა, მკვეთრი სუნები , ცუდი გემო, ცუდი ასოციაციები ) შეიძლება სულაც არ მოგინდეთ არანაირი საკვების მიღება და ეს სრულიად ნორმალურია .  თუმცა თქვენი მდგომარეობის(ტოქსიკოზის) გაუმჯობესების მიზნით გირჩევთ - დილით გაიღვიძებთ თუ არა საწოლიდან ადგომამდე მიირთვათ რომელიმე ჩამოთვლილთაგან :  ხილი , წვენი , კარაქიანი პური, ნამცხვრის ნაჭერი , ხაჭო , პეჩენია ... ნებისმიერი მსუბუქი საკვები   იკვებეთ ხშირად და პატარა ლუკმებით ,თანავიდან , როცა განსაკუთრებული უარყოფითი რეაქცია გაქვთ საკვებაზე შეგიძლიათ მიიღოთ ის , რისი სურვილიც გექნებათ. თუმცა თუ არჩევანზე მიდგება საქმე არ გირჩევთ შემწვარს , მით უმეტეს ქუჩაში ნაყიდს. მიეტანეთ მოხარშულს და უმს  - თავიდან აიცილებთ გულძმარვას, კუჭის ტკივილს და მძიმე შეგრძნებას.

  გაიარა ტოქსიკოზმა და გაინტერესებთ რა იქნება უკეთესი რომ მიირთვათ, თუმცა გაგიჩნდათ სურვილი და მიდრეკილება განსაკუთრებული კერძებისადმი .

  პირველ რიგში არ იყოთ მშიერი, მიირთვით დილიდანვე , თუმცა შეეცადეთ ბევრი არ მოიმატოთ წონაში . ზომიერი ულუფებით დღეში 4 ჯერ მაინც უნდა მიიღოთ საკვები .
ორსულისთვის შეიძლება ყველაფრის ჭამა ! არაფერი გეკრძალებათ , თუმცა ღვინო, სიგარეტი - ამას მოერიდეთ და რაც შეეხება წამლებს -აუცილებლად შეათანხმეთ ექიმთან.

  შეგიძლიათ მიირთვათ ის, რაც გინდათ და არ მიირთვათ ის, რაც არ გინდათ . ჩემი რჩევა იქნება , გაუფრთხილდით თქვენს წონას , რათა ბოლო თვეებზე არ იყოთ მძიმედ, არ გაგიჭირდეთ მშობიარობა ჭარბი წონის გამო. ასე ვთქვათ, სასურველი კერძი, რომელიც არაა ჯანსაღი მაგრამ ძალიან გვინდა კვირაში ერთხელ მიირთვის. დანარჩენ დროს - ხილი, ბოსტნეული, მოხარშლი ხორცი, წვნიანი (ბულიაონი არასასურველია) , მოხარშული კერძები. მიირთვით პატარა ულუფებით და ხშირად. ბევრი ისეირნეთ და იმოძრავეთ , დაკავდით ვარჯიშებით ორსულებისთვის .

 კვებით შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რამ, შემწვარი ნებისმიერი ხორცი , უცხო საკვები , ექსპერიმენული კერძები - უბრალოდ იყავით ფრთხილად , არ მოგცეთ ალერგია, თუ ხართ ალერგიული, არ აიტკიოთ კუჭი , რადგან ვერ შეძლებთ ყველანაირი წამლის მიღებას. ჯანსაღი კვება კი ყველაზე სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის.

  მოგიყვანთ პატარა მაგალითს :  როცა ორსულად ვიყავი სულ მეშინოდა შაურმის ჭამის - სამსახურშიც თანამშრომლები სულ მეუბნებოდნენ არ გინდა გაწყენს არა სარასასარგებლოა , საბოლოოდ სულ უფრო მინდებოდა ვერ ვნაყრდებოდი,ლამის ნერვოზი დამემართა, როცა რაღაც გინდა და არ შეიძლება ,არად აორგანიზმი გრძნობდა, რომ არ არაფერი მოხდებოდა . სანამ გავძელი ,გავძელი მერე მაინც ვიყიდე, თან უხარისხო , რამაც თავი ცუდად მაგრძნობინა .. ამატკია კუჭი ღამე წავედით საავადმყოფოში საბოლოოდ გამიარა , კარგად ჩაიარა ყველაფერმა. თუმცა ორ კვირაში კვლავ ჯიუტად წავედი და "სანდო" საშაურმეში, დღის პირველ ნახევარში, მეუღლესთან ერთად მივირთვით შაურმა , რომელმაც საერთოდაც არ მაწყინა და მასიამოვნა კიდეც, თითქოს დავმშვიდდი..
 თქვენც იგივეს გირჩევთ, მიირთვით მძიმე კერძები დღის პირველ ნახევარში, ნახეთ, რომ იყოს სანდო, სუფთათ გაკეთებული და არ გაწყენთ. თორე შემადგენლობით ნებისმიერი რამის ჭამა ან არა ჭამა (თ არ გინდათ) არის შესაძლებელი. 

გისურვებთ წარმატებას <3




  

ორსულობის პირველი ტრიმესტრი

  მინდა ავღნიშნო , არ ვარ ექიმი, ვარ ახალგაზრდა დედა, რომელმაც მიიღო დიდი გამოცდილება და მინდა გაგიზოაროთ ის. 

  ორსულობა სხვადასხვა სახით შეიძლება დაიწყოს, ზოგი ვერც ხვდება რომ ორსულათაა სანამ არ შეუწყდება მენსტრუალური ციკლი.ამ დროს იკეთებენ ტესტს, რომელიც დადებითი პასუხის შემთხვევაში არასდროს ტყუის, ხოლო უარყოფის შემთხვევაში, მაინც გირჩევთ წახვიდეთ გინეკოლოგთან და გადაამოწმოთ,რა არის ცვლილებების მიზეზი.

   ზოგისთვის კი ორსულობა იწყება საშინელი გულის რევებით , მაღალი სიცხეებით - რასაც ტოკსიკოზს ვეძახით. პირველ რიგში მიდნა ვთქვა, რომ ეს გახლავთ ჩვენივე ბრალი , ორგანიზმი ებრძვის იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენს შიგნით ხდება. მაქსიმალურად ცდილობს მოიშოროს ნაყოფი ორგანიზმიდან. ამ დროს ქალი ვერ იკვებება, დაკარგული აქვს მადა, ან ყოველი კვება გულის რევით მთავრდება, იმუნიტეტი ხდება სუსტი , მაღალი ან დაბალი სიცხეები , უძილო ღამეები ..
  ამ დროს გირჩევთ : დამშვიდდით ! მაქსიმალურად აიყვანეთ თავი ხელში, მოუყევით ახლობელს თქვენი ვითარების შესახებ , გაახარეთ საყვარელი ადამიანი და სთხოვეთ გვერდში დაგიდგეთ .  თუმცა დამიჯერეთ , ისევ ისეთივე ძლიერი და "ყოვლის შემძლე " ხართ . მით უფრო, დროთა განმავლობაში (ორსულობის პერიოდშივე) მიხვდებით, სრულიად დამოუკიდებლად,რამდენად მეტი შეგიძლიათ და სტიმულს ზუსტად თქვენი პაწუკა სიხარული მოგცემთ , რომელიც ახლა თქვენშია.
 ასე რომ , დამშვიდდით, ყველაფერი გამოგივათ! ისეირნეთ სუფთა ჰაერზე , მიიღეთ შხაპი , უყურეთ ლამაზ ფილმებს და , რაც მთავარია, დაკავდით რაიმე საქმით , იქნება ეს სამსახური, ახალი ან ძველი ჰობი, მოიკითხეთ მეგობრები და ნათესავები. ერთი სიტყვით გადაიტანეთ ყურადღება და ვერც შეამჩნევთ , როგორ მალე გაივლის ტოქსიკოზი და კვლავ გაიღვიძებთ მშვენიერ ხასიათზე.

  რაც აუცილებელია, დადექით აღრიცხვაზე ექიმთან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ კლინიკაში. თუ არ მოგეწონებათ ექიმი, სჯობს დროულად შეცვალოთ, ნუ მოგერიდებათ. მოუყევით საკუთარ თავზე, დაუსვით ყველა შეკიტხვა. ის ვალდებულია ნებისმიერ თქვენს კითხვას ორსულობაზე და მის შემდგომ ბავშვის აღზრდაზე, კვებაზე, მოვლაზე გასცეს პასუხი .

 გისურვებთ წარმატებას <3