Wednesday, June 13, 2018

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი

  ორსულობის ბოლო ტრიმესტრი - ყველაზე მძიმე, სავსე ეჭვებით, შიშებით, ფიქრებით ამავდროულად ყველაზე სასიამოვნო პერიოდია ორსულისთვის. 

   დავიწყებ სასიამოვნო მომენტებით, ამ დროს თქვენი პატარა უკვე მოძრაობს, სწავლობს რეფლექსურ ქმედებებს, მთქნარებას, ყლაპვას, სლოკინს, თითების მოძრაობას .. თქვენ გრძნობთ თქვენს პაწუკას თქვენში . ბავშვს ესმის თქვენი და ქვეცნობიერში ამახსოვრდება თქვენი ხმა. მუცელიც გეტყობათ - ახლა უკვე ნამდვილ ორსულს გავხართ და ყველაფერი ეს ბედნიერებას განიჭებთ.

  თუმცა ბოლო სამი თქვე ასევე დამღლელი და შემაშფოთებელია ორსულისთვის. მაგალითად ავიღოდ დასიებული, შებერილი ფეხები და ხელები . ნაკლები წყლის დალევა კი ცოტათი შველის შებერილობას, თუმცა უწყლოდაც ვერ გაძლებთ და წყალიც აუცილებელია ორგანიზმისთვის . ჩემი რჩევა იქნებოდა მეტი დაისვენეთ, ისეირნეთ, მერე წამოწექით და ფეხები ზევით ასწიეთ .. ნუ გადაიტვირთებით სამუშაოთი,. დაჯექით თქვენთვის მოსახერხებელ პოზაში, იყიდეთ მსუბუქი, დაბალძირიანი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი.. მიირთვით სასურველი ხილი და დატკბით პერიოდით, როცა დრო მხოლოდ თქვენთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ .
  ბავშვის ხშირი მოძრაობები - ბავში პერიოდულად აუცილებლად უდნა მოძრაობდეს მუცელში, ზოგჯერ შემაწუხებელია, ღამე ძილის შემშლელი, მაგრამ ამ დროს თქვენი პატარა ვითარდება იზრდება და იძენს უნარჩვევებს დამახასიათებელს მისი ასაკისთვის.
  ალბათ ყველაზე რთული მაინც უძილო ღამეებია , შეუწყვეტლად საპირფარეშოში სირბილი და სიმძიმე.. შეეცადეთ გვერდულად დაწვეთ ბალიშები მოიმარაგეთ და სასიამოვნო პოზა მიიღეთ, დღის განმავლობაში ძალიან ნუ დაიღლებით .
  სუნთქვის პრობლემა - არ გყოფნით ჰაერი და თავბრუც გეხვევათ უჰაერობის, გადაღლილობის, ან სიცხის გამო. არ გაჩერდეთ დიდხანს ჩაკეტილ, უჰაერო სივრცეში,მეტროში , სარდაფებში, მიწისქვეშა გადასასველეში. ეცადეთ სულ ჰაერით სავსე გარემოში იყოთ.მოერიდეთ სიცხეს.
  წონის მატება - მიირთვით რაც გსურთ და გაგიხარდებათ მაგრამ მაინც შეეცადეთ არ მოიმატოთ წონაში ბევრი. აკონტროლეთ თქვენი რაციონი , მიირთვით ხშირად და პატარა ლიკმებით.
 

გისურვებთ წარმატებას <3 

No comments:

Post a Comment