მინდა ავღნიშნო , არ ვარ ექიმი, ვარ ახალგაზრდა დედა, რომელმაც მიიღო დიდი გამოცდილება და მინდა გაგიზოაროთ ის.
ორსულობა სხვადასხვა სახით შეიძლება დაიწყოს, ზოგი ვერც ხვდება რომ ორსულათაა სანამ არ შეუწყდება მენსტრუალური ციკლი.ამ დროს იკეთებენ ტესტს, რომელიც დადებითი პასუხის შემთხვევაში არასდროს ტყუის, ხოლო უარყოფის შემთხვევაში, მაინც გირჩევთ წახვიდეთ გინეკოლოგთან და გადაამოწმოთ,რა არის ცვლილებების მიზეზი.
ზოგისთვის კი ორსულობა იწყება საშინელი გულის რევებით , მაღალი სიცხეებით - რასაც ტოკსიკოზს ვეძახით. პირველ რიგში მიდნა ვთქვა, რომ ეს გახლავთ ჩვენივე ბრალი , ორგანიზმი ებრძვის იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენს შიგნით ხდება. მაქსიმალურად ცდილობს მოიშოროს ნაყოფი ორგანიზმიდან. ამ დროს ქალი ვერ იკვებება, დაკარგული აქვს მადა, ან ყოველი კვება გულის რევით მთავრდება, იმუნიტეტი ხდება სუსტი , მაღალი ან დაბალი სიცხეები , უძილო ღამეები ..
ამ დროს გირჩევთ : დამშვიდდით ! მაქსიმალურად აიყვანეთ თავი ხელში, მოუყევით ახლობელს თქვენი ვითარების შესახებ , გაახარეთ საყვარელი ადამიანი და სთხოვეთ გვერდში დაგიდგეთ . თუმცა დამიჯერეთ , ისევ ისეთივე ძლიერი და "ყოვლის შემძლე " ხართ . მით უფრო, დროთა განმავლობაში (ორსულობის პერიოდშივე) მიხვდებით, სრულიად დამოუკიდებლად,რამდენად მეტი შეგიძლიათ და სტიმულს ზუსტად თქვენი პაწუკა სიხარული მოგცემთ , რომელიც ახლა თქვენშია.
ასე რომ , დამშვიდდით, ყველაფერი გამოგივათ! ისეირნეთ სუფთა ჰაერზე , მიიღეთ შხაპი , უყურეთ ლამაზ ფილმებს და , რაც მთავარია, დაკავდით რაიმე საქმით , იქნება ეს სამსახური, ახალი ან ძველი ჰობი, მოიკითხეთ მეგობრები და ნათესავები. ერთი სიტყვით გადაიტანეთ ყურადღება და ვერც შეამჩნევთ , როგორ მალე გაივლის ტოქსიკოზი და კვლავ გაიღვიძებთ მშვენიერ ხასიათზე.
რაც აუცილებელია, დადექით აღრიცხვაზე ექიმთან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ კლინიკაში. თუ არ მოგეწონებათ ექიმი, სჯობს დროულად შეცვალოთ, ნუ მოგერიდებათ. მოუყევით საკუთარ თავზე, დაუსვით ყველა შეკიტხვა. ის ვალდებულია ნებისმიერ თქვენს კითხვას ორსულობაზე და მის შემდგომ ბავშვის აღზრდაზე, კვებაზე, მოვლაზე გასცეს პასუხი .
გისურვებთ წარმატებას <3
No comments:
Post a Comment